თინათინ ნიჟარაძე 2009 წლიდან არის სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას" გუნდის წევრი და ხელმძღვანელობს საექთნო დეპარტამენტს.
იგი არის ამერიკის გულის ასოციაციის (American Heart Association) სერტიფიცირებული ტრენერი პედიატრიული გადაუდებელი დახმარების მიმართულებით (Pediatric Advanced Life Support).
თინათინმა წარმატებით გაიარა ამერიკის გულის ასოციაციის გადაუდებელი კარდიოვასკულური დახმარების პროგრამები, რომელიც მოიცავს:
სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისურ მეთოდებს (BLS - I/II/III)
დახვეწილი კარდიოვასკულური დახმარების კურსს (ACLS - I)
საქართველოს ექთნების ასოციაცია – საპატიო სიგელი „წლის ექთანი" (2012)
საქართველოს ექთნების ასოციაცია – მადლობის სიგელი „საქართველოში საექთნო პროფესიის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის" (2013)
„მედიქლაბჯორჯია" – ნომინაცია „წლის ექთანი" (2013)
„მედიქლაბჯორჯია" – მადლობის სიგელი „Joint Commission International-ის მიერ აკრედიტირებული პირველი ქართული კლინიკის საერთაშორისო აკრედიტაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" (2017)