“MediClubGeorgia” ფლობს ქართული ხარისხის სერტიფიკატს და ინტეგრირებული მართვის სისტემის სერტიფიკატს (ISO 9001:2000 და OHSAS 1801:1999.
გარდა ამისა, კომპანია დაარსების დღიდან არის კატასტროფის და გადაუდებელი მედიცინის მსოფლიო ასოციაციის წევრი.
2017 წელს სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“ წარმატებით გაიარა აუდიტი და მიენიჭა Joint Commission International (JCI) საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც განიხილება ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.
2017 წლიდან დღემდე „მედიქლაბჯორჯია“ წარმოადგენს ერთადერთ კლინიკას საქართველოში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ამ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის მაღალი რანგის საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებს.
2020 წელს „მედიქლაბჯორჯიამ“ რეაკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა.
სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია“ 2017 წლიდან უწყვეტად ფლობს სამედიცინო დაწესებულებების JCI აკრედიტაციის სერტიფიკატს და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორსიო სტანდარტების კრიტერიუმებს. იგი ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 669 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით.
2023 წელს სამედიცინო ცენტრმა სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია" 2023 წლის დეკემბერში წარმატებით დაასრულა სამედიცინო დაწესებულებების Joint Commission International (JCI) აკრედიტაციის აუდიტი და უკვე მესამედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია შემდგომი სამწლიანი ვადით (2023 წლის 22 დეკემბრიდან 2026 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით).
JCI-ს აუდიტორთა ჯგუფის მიერ შეფასდა:
პაციენტის უსაფრთხოება
ჯანმრთელობის შეფასება-მკურნალობის სქემები
მედიკამენტების მენეჯმენტი
ინფექციის პრენვენცია და კონტროლი
ქირურგიული და საანესთეზიო მომსახურება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა
საექთნო მოვლა
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
პაციენტის, მისი ოჯახის წევრების განათლება და უფლებების დაცვა
სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა
ჩანაწერების წარმოება
ელექტრონული ინფორმაციის მართვა-უსაფრთხოება
სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია
შენობის ინფრასტრუქტურა
კლინიკური მენეჯმენტისა და მმართველობითი გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა
სასწავლო რესურს ცენტრის საქმიანობა.