
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991დამოუკიდებელი ინსტრუქტორის (Independent Affiliate) მოდელი გაძლევთ საშუალებას, ჩაატაროთ AHA-ს კურსები თქვენს კლინიკაში, სამუშაო ადგილზე ან პარტნიორ ორგანიზაციაში, ხოლო ოფიციალური სერტიფიკატების (eCard) გაცემა, დოკუმენტაციის წარმოება და ხარისხის კონტროლი განხორციელდეს მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრის (MCG ITC) მეშვეობით. AHA-ს წესებით მხოლოდ ავტორიზებულ ცენტრთან კავშირში მყოფ ინსტრუქტორს აქვს კურსების ჩატარებისა და სერტიფიკატების გაცემის უფლება. ჩვენ ვართ ეს ცენტრი.
კლინიკებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ პერსონალის რეგულარული სერტიფიცირება და არ სურთ ყოველ ჯერზე გარე ტრენერის მოწვევა
სიმულაციური და სასწავლო ცენტრებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ აღჭურვილობა და აუდიტორია
სამედიცინო უნივერსიტეტებისთვის და კოლეჯებისთვის
რეგიონული დაწესებულებებისთვის, სადაც თბილისში ჩამოსვლა ლოჯისტიკურად რთულია
ინდივიდუალური ინსტრუქტორებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი სასწავლო პრაქტიკის განვითარება
თქვენ | მედიქლაბჯორჯია |
ატარებთ კურსს AHA-ს კურიკულუმით | უზრუნველყოფს ალაინმენტს და თქვენს Instructor ID-ს |
უზრუნველყოფთ სასწავლო სივრცეს და აღჭურვილობას | ამუშავებს უწყისებს (rosters) AHA-ს პლატფორმაზე |
აგროვებთ მსმენელებს | გასცემს ოფიციალურ eCard-ებს |
ავსებთ უწყისს (roster) და უნარების ჩეკლისტებს | ინახავს კურსის დოკუმენტაციას AHA-ს მოთხოვნით |
უზრუნველყოფთ მასალებს თითოეული მსმენელისთვის | უზრუნველყოფს გამოცდების უსაფრთხოებას და მიწოდებას |
იცავთ AHA-ს სტანდარტს | ატარებს ხარისხის კონტროლს და პერიოდულ მონიტორინგს |
| გაწვდით AHA-ს განახლებებს და Training Bulletin-ებს |
| გეხმარებათ განახლების ციკლის დაგეგმვაში |
AHA ავალდებულებს ცენტრს, რომ დაადგინოს მოთხოვნები იმ გარემოსთვის, სადაც კურსები ტარდება. მსმენელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად. ჩვენი მოთხოვნები ეყრდნობა AHA-ს რეკომენდაციებს:
სივრცე უნდა იყოს არასაცხოვრებელი (გამონაკლისი: საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი სივრცე, მაგალითად საცხოვრებელი კომპლექსის სავარჯიშო დარბაზი)
თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი ტერიტორია, შენობის მიმდებარე სივრცის, პარკინგის და შესასვლელების ჩათვლით
უსაფრთხო, კონტროლირებადი შესასვლელი გარე ჩარევის თავიდან ასაცილებლად
მინიმუმ 3 მსმენელი ნებისმიერ მომენტში, თუ კურსის დღის წესრიგი ნაკლებს არ უშვებს
გათბობა და კონდიცირება კომფორტულ ტემპერატურაზე, ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით
სუფთა მაგიდები, სკამები და იატაკი
საკმარისი განათება
ხმაურის, სუნის და გარე ხელისშემშლელი ფაქტორების არარსებობა
დაწყებისა და დასრულების დრო წინასწარ დაგეგმილი და დაცული
ადგილობრივი წეს-ჩვეულებების პატივისცემა
აღჭურვილობა. მანეკენები უკუკავშირის მოწყობილობებით, AED-ტრენაჟორები, ნიღბები ტაიმერები, ხოლო ACLS-ისთვის დამატებით რითმის სიმულატორი, დეფიბრილატორ-ტრენაჟორი, სასუნთქი გზების მართვის ინვენტარი და სავარჯიშო მედიკამენტები. რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დისციპლინის ინსტრუქტორის სახელმძღვანელოში მოცემულ თანაფარდობებს.
აღჭურვილობა უნდა იყოს გამართული, სუფთა და დეკონტამინირებული მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად.
სასწავლო მასალები. ეს პუნქტი ხშირად რჩება ყურადღების მიღმა და აუდისისას სწორედ ის იწვევს პრობლემებს:
თითოეულ მსმენელს უნდა ჰქონდეს საკუთარი, მიმდინარე რედაქციის სახელმძღვანელო, ხელმისაწვდომი კურსამდე, კურსის დროს და კურსის შემდეგ
სახელმძღვანელოების ბიბლიოთეკის შექმნა გასაქირავებლად ან სასესხოდ AHA-ს მიერ აკრძალულია
სავალდებულოა მიმდინარე რედაქციის ვიდეო-მასალების გამოყენება სააუდიტორიო კურსებში და ბლენდირებული კურსების სააუდიტორიო ნაწილში
გამოცდები არ ექვემდებარება ცვლილებას და არ შეიძლება განთავსდეს ინტერნეტში ან შიდა ქსელში
ყოველი კურსის შემდეგ ჩვენ გვჭირდება:
შევსებული კურსის უწყისი (roster)
უნარების ტესტირების ჩეკლისტები და გამოცდის მასალები, განსაკუთრებით იმ მსმენელებისთვის, ვინც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილა
კურსის შეფასებები (ორიგინალები ან შემაჯამებელი). eCard-ების გამოყენებისას მსმენელს შეფასების შევსება ონლაინ შეუძლია
შერეული (blended) კურსების შემთხვევაში: ონლაინ ნაწილის დასრულების სერტიფიკატი და უნარების სესიის დოკუმენტაცია
საფასურის შესახებ სავალდებულო ტექსტის (disclaimer) გამოყენების დადასტურება, თუ კურსი ფასიანია
დავების ან საჩივრების შემთხვევაში: შესაბამისი დოკუმენტაცია
ყველა უწყისი (roster) შეიტანება AHA-ს პლატფორმაზე დროულად. ამას ჩვენ ვაკეთებთ, თქვენგან საჭიროა მხოლოდ სწორად შევსებული ფორმები.
ცენტრს და მის ინსტრუქტორებს კურსების ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრულია ცენტრის ხელშეკრულებით AHA-სთან.
თუ გსურთ ტრენინგის ჩატარება ამ ტერიტორიის გარეთ, საჭიროა AHA-ს ECC International დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი ნებართვა. განაცხადი (International Training Application) წარედგინება ტრენინგის დაწყებამდე მინიმუმ 6 კვირით ადრე და მას თან უნდა ერთვოდეს ცენტრის მხარდაჭერის წერილი და ყველა მონაწილე ინსტრუქტორის ბარათის ასლი. დამტკიცება ავტომატური არ არის.
AHA უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ ცენტრს: თუ იმ ქვეყანაში უკვე არსებობს ავტორიზებული ცენტრი, ტრენინგი მას მიემართება, თუ არ არსებობს დამაჯერებელი მიზეზი.
ხარისხის კონტროლი არ არის ბიუროკრატია, ის არის ის მიზეზი, რის გამოც AHA-ს სერტიფიკატი ღირებულია.
პერიოდული მონიტორინგი. ჩვენი ფაკულტეტი პერიოდულად აკვირდება კურსებს. სასწავლო უბნების შემთხვევაში ვიზიტი ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
AHA-ს მონიტორინგი. AHA-ს რეგიონულ ფაკულტეტს ან თანამშრომელს შეუძლია კურსის მონიტორინგი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც წინასწარ შეთანხმებული, ისე შეუთანხმებელი. მონიტორინგზე უარის თქმა ცენტრისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.
მსმენელთა შეფასებები. დაბალი შეფასებები საჭიროებს განხილვას და საჭიროების შემთხვევაში რემედიაციას.
სტატუსის გაუქმების საფუძვლები. ინსტრუქტორის სტატუსი შეიძლება გაუქმდეს კურსის ჩანაწერების გაყალბების, AHA-ს გაიდლაინებისა და კურიკულუმის დაუცველობის, არა-AHA სერტიფიკატების გაცემის, არა-AHA გამოცდების გამოყენების ან გამოცდის უსაფრთხოების დარღვევის, და კურსზე შეუფერებელი ქცევის ან შევიწროების გამო.
თუ თქვენი ორგანიზაცია რეგულარულად და დიდი მოცულობით ატარებს ტრენინგებს, შესაძლებელია განვიხილოთ სასწავლო უბნის (Training Site, TS) სტატუსი. ეს არის ცენტრთან კავშირში მყოფი ერთეული, რომელსაც აქვს საკუთარი კოორდინატორი და ადმინისტრატორი, საკუთარი უწყისების (rosters) მართვა და უფრო დამოუკიდებელი ოპერირება.
სასწავლო უბანი ექვემდებარება ცენტრის ზედამხედველობას: კოორდინატორი ან ფაკულტეტის უფლებამოსილი წევრი უბანს სტუმრობს და ამოწმებს წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
შეავსეთ ფორმა და ჩვენი კოორდინატორი დაგიკავშირდებათ, შეაფასებს თქვენს შესაძლებლობებს და შემოგთავაზებთ თანამშრომლობის კონკრეტულ მოდელს.