
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991მედიქლაბჯორჯია აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე დერმატოვენეროლოგიაში.
პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც განხორციელდება თანამედროვე კლინიკურ ბაზაზე, გამოცდილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი.
კვოტა: 1 ადგილი.
პროგრამის ხელმძღვანელი: ირმა ბუჩუკური.
სწავლის საფასური: 3600 ლარი წელიწადში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
პირს, რომელიც არის აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებული, ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა
სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც სურს ახალ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვება
პირს, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება საზღვარგარეთ და მისი დიპლომი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის მოწმობა ან ცნობა
უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
CV
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
განცხადება კლინიკის გენერალური დირექტორის სახელზე
საბუთების მიღება: 14.04.2026 - 14.05.2026
განაცხადის გასაკეთებლად გადმოწერეთ ფაილი, შეავსეთ და მოთხოვნილი დოკუმენტაციასთან ერთად გამოაგზავნეთ იმეილზე: lrc@mcg.ge