”მედიქლაბჯორჯიას” სასწავლო რესურს ცენტრი 2004 წლიდან წარმოადგენს მის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს. ყოველწლიურად ვატარებთ 150-ზე მეტ ტრენინგს სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აკრედიტებული სასწავლო პროგრამებითა და მოდულებით. ჩვენი მიზანია პროფესიონალთა კომპეტენციის ზრდა, პაციენტის უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
2004: მედიქლაბჯორჯიაში დაფუძნდა სასწავლო რესურს ცენტრი
2007: მოგვენიჭა ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის სტატუსი, ავტორიზებული პროვაიდერი გულ-ფილტვის რეანიმაციისა და დახვეწილი კარდიოვასკულარული დახმარების პროგრამებში.
2013: მედიქლაბჯორჯია გახდა ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (American College of Surgeons) Advanced Trauma Life Support (ATLS) კურსის ავტორიზებული პროვაიდერი საქართველოში.
აკრედიტებული სასწავლო პროგრამები და მოდულები პარტნიორ ორგანიზაციებთან.
AHA ავტორიზებული კურსები (საერთაშორისო სერტიფიკატებით):
BLS - სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური ალგორითმი სამედიცინო პერსონალისთვის
Heartsaver First Aid CPR AED-პირველი დახმარება, სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური ალგორითმი არასამედიცინო პერსონალისთვის
ACLS - დახვეწილი კარდიო-ვასკულური დახმარება
PALS - დახვეწილი პედიატრიული დახმარება
ATLS — Advanced Trauma Life Support (ტრავმის დახვეწილი მართვის კურსი, American College of Surgeons).
„მედიქლაბჯორჯია“, როგორც AHA-ის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი, უფლებამოსილია გასცეს ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო სერტიფიკატები არა მხოლოდ პროვაიდერის, არამედ ინსტრუქტორისა და ტრენერ-ინსტრუქტორის დონეებზე (Provider, Instructor, Instructor-trainer).
სხვადასხვა სპეციალობის ექიმები
ექთნები
მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტები და სტუდენტები
არასამედიცინო პერსონალი
თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების კომბინაცია
სტრუქტურირებული მოდულები და ზუსტი შეფასების კრიტერიუმები
პარტნიორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული, აკრედიტებულ მოთხოვნებზე მორგებული შინაარსი
ხარისხიან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კურსები
პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული სწავლება
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა