
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991სამედიცინო სერტიფიკატი არ უნდა გახდეს გემზე ასვლის დაგვიანების მიზეზი.
მედიქლაბჯორჯია არის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (MTA) აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება. ვატარებთ დასაქმებამდელ, პერიოდულ და სამსახურში დაბრუნების სამედიცინო შემოწმებას ყველა რანგის მეზღვაურისთვის. ყველაფერი ერთ შენობაში, ერთ ვიზიტში ხდება:
ლაბორატორიული გამოკველევები
ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები
სპეციალისტის კონსულტაციები
სერტიფიკატის გაცემის სტანდარტული ვადა 24-48 საათია. გადაუდებელ შემთხვევებში შესაძლებელია სერტიფიკატის გაცემა იმავე დღეს.
MTA-ს აკრედიტაცია 2014 წლიდან | საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღიარებული სამედიცინო დაწესებულება |
JCI-ის აკრედიტაცია სამჯერ | Joint Commission International — 2017, 2020, 2023 |
ISO 9001:2015 2004 წლიდან | სერტიფიცირებული ხარისხის მართვის სისტემა |
დაარსდა 1999 წელს | 26 წელზე მეტი კლინიკური პრაქტიკა თბილისში |
სრული სამედიცინო შემოწმება ერთი ვიზიტი. თქვენი სამედიცინო შემოწმების ყველა ეტაპი ერთ ვიზიტად, ერთ დღეში, ერთ შენობაში.
სერტიფიკატი გაიცება 24-48 საათში. სასწრაფო შემთხვევებში სერტიფიკატი გაიცემა იმავე დღეს.
აღიარებულია თქვენი დროშისა და დამსაქმებლის მიერ. ვმუშაობთ ათზე მეტი დროშის ადმინისტრაციისთვის და ვართ რამდენიმე P&I კლუბისა და ეკიპაჟის მართვის კომპანიის აღიარებული პროვაიდერი.
ერთი ნომერი — 24/7 მხარდაჭერა.
თუ ეკიპაჟის წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა შეექმნა, ერთი ზარი საკმარისია — 24/7 ხაზზეა კონკრეტული ექიმი, რომელიც ხელმისაწვდომია ტელეფონით, WhatsApp-ისა და Viber-ის საშუალებით.
დასაქმებამდე სამედიცინო შემოწმება (PEME)
პერიოდული და სამსახურში დაბრუნებისთვის ჯანმრთელობის შემოწმება
OEUK-ის და კომერციულ მყვინთავთა სამედიცინო შემოწმება
ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე ტესტირება
სამედიცინო თანხლება და რეპატრიაცია
ვაქცინაცია
მზად ხართ ჩასაწერად?
შეავსეთ ფორმა ან დაგვირეკეთ +995 32 225 1991