
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991როდესაც ეკიპაჟის წევრის სამედიცინო მიზეზით რეპატრიაცია ხდება საჭირო, გემთმფლობელს სჭირდება სამი ძირითადი რამ: უსაფრთხო ტრანსპორტირება, მზღვეველისა და P&I კლუბისთვის მისაღები სამედიცინო დოკუმენტაცია და ერთი პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი.
სამედიცინო თანხლებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო გადაყვანისას გადაუდებელი დახმარების ექიმის მიერ. ექიმი ფლობს ინგლისურ ენას, არის AHA-ს მიერ სერტიფიცირებული და აქვს მოქმედი BLS, ACLS, ATLS და PALS სერტიფიკატები.
რეპატრიირებული ეკიპაჟის წევრის მიღებას საქართველოში, საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციას და შემდგომ სამედიცინო მართვის ორგანიზებას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან არსებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის შესაძლებლობა უზრუნველყოფს პაციენტის საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ სამედიცინო საჰაერო ხომალდთან ტრანსპორტირების ორგანიზებას, რაც ამარტივებს და აჩქარებს სამედიცინო ევაკუაციის პროცესს.
რეპატრიაციის შემდგომ შემთხვევის სრულ მართვას, მკურნალობის გაგრძელებას, სამედიცინო ზედამხედველობას, კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგს, საჭირო სპეციალისტების ჩართულობასა და პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესის მართვას. დამსაქმებელს მიეწოდება შესაბამისი სტრუქტურირებული სამედიცინო ანგარიშგება.
შრომისუნარიანობისა და სამედიცინო ვარგისობის ხელახალ შეფასებას, მათ შორის, სამუშაოზე დაბრუნებამდე საჭირო სამედიცინო შემოწმების ჩატარებას და მეზღვაურის სამსახურში დაბრუნებისთვის ვარგისობის განსაზღვრას.
ინგლისურენოვან სამედიცინო დოკუმენტაციასა და ანგარიშგებას, რომელიც განკუთვნილია გემთმფლობელის, P&I კლუბისა და მზღვეველისათვის.