
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991AHA ინსტრუქტორის ბარათი მოქმედებს 2 წელი. განახლებისთვის ორწლიან ციკლში უნდა ჩაატაროთ მინიმუმ 4 Provider კურსი, წარმატებით გაიაროთ მონიტორინგი ტრენინგ ცენტრის ფაკულტეტის (Training Center Faculty, TCF) მიერ, დაესწროთ ინსტრუქტორის განახლების კურსს და დაადასტუროთ Provider დონის უნარები. სტატუსს განაახლებს მხოლოდ ის ტრენინგ ცენტრი, რომელთანაც ხართ კავშირში (aligned).
პარამეტრი | მონაცემი |
ბარათის ვადა | 2 წელი |
მინიმუმი კურსები | 4 Provider კურსი 2 წელიწადში |
მონიტორინგი | 1 წარმატებული, ციკლში |
ვინ ახორციელებს | TCF ან რეგიონული ფაკულტეტი (IRF) |
ღირებულება | 1500 ლარი |
მედიქლაბჯორჯიასთან დაკავშირებული ინსტრუქტორებისთვის. თქვენი სტატუსის განახლება ჩვენი პასუხისმგებლობაა და პროცესს ჩვენ ვგეგმავთ.
სხვა ცენტრთან დაკავშირებული ინსტრუქტორებისთვის. თუ თქვენს ცენტრს არ შეუძლია განახლების უზრუნველყოფა (მაგალითად აღარ ატარებს კურსებს ან არ ჰყავს ფაკულტეტი შესაბამის დისციპლინაში), თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან გადმოხვიდეთ. იხილეთ ინსტრუქტორის ტრანსფერი.
იმ ინსტრუქტორებისთვის, ვისაც ვადა უკვე გაუვიდა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური შეფასება, დაგვიკავშირდით.
AHA-ს Instructor/TCF Renewal Checklist-ის მიხედვით ორწლიან ციკლში უნდა შესრულდეს ყველა შემდეგი პირობა.
# | მოთხოვნა | დეტალები |
1 | ჩატარებული კურსები | მინიმუმ 4 Provider კურსი ბოლო 2 წლის განმავლობაში იმ დისციპლინაში, რომელსაც ანახლებთ |
2 | მონიტორინგი | წარმატებით გავლილი მონიტორინგი TCF-ის ან რეგიონული ფაკულტეტის მიერ, Instructor Monitor Tool-ის გამოყენებით |
3 | განახლების კურსი | დასწრებული ინსტრუქტორის განახლების კურსი (instructor update) მიმდინარე გაიდლაინებზე |
4 | კავშირი | ინსტრუქტორი უნდა იყოს აქტიურ კავშირში (alignment) AHA-ს პლატფორმაზე (Atlas) |
5 | უნარები | დადასტურებული Provider დონის კოგნიტური და პრაქტიკული უნარები |
6 | ეთიკა | ინტერესთა კონფლიქტისა და ქცევის კოდექსის ადმინისტრაციული მიმოხილვა ცენტრის კოორდინატორთან ერთად |
ცალკე მოთხოვნა ფაკულტეტისთვის (TCF): თუ თქვენ ხართ ტრენინგ ცენტრის ფაკულტეტის წევრი, ზემოაღნიშნულს ემატება მინიმუმ 1 ინსტრუქტორთა კურსი ან ინსტრუქტორის განახლების კურსი ბოლო 2 წლის განმავლობაში.
შენიშვნა დისციპლინებზე: განახლების კრიტერიუმები დისციპლინის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს და დაზუსტებულია შესაბამის ინსტრუქტორის სახელმძღვანელოში. თითოეული დისციპლინისთვის ივსება ცალკე განახლების ფორმა. ანუ თუ თქვენ ხართ BLS და ACLS ინსტრუქტორი, ორივე დისციპლინაზე ცალკე მოთხოვნები მოქმედებს.
ითვლება: თქვენ მიერ, როგორც ინსტრუქტორის სტატუსით, ჩატარებული Provider კურსები შესაბამის დისციპლინაში.
სხვა ცენტრში ჩატარებული კურსები ითვლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა პირველადმა ცენტრმა მიიღო დადასტურება. ამისთვის გამოიყენება ფორმა Notice to Primary Training Center of Instructor Teaching Activity, ან იმავე ინფორმაციის შემცველი წერილი, ან კურსის უწყისის (roster)ასლი შეფასებების გარეშე. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა, არა ცენტრის. არ დაელოდოთ ციკლის ბოლოს: გამოგვიგზავნეთ დადასტურება ყოველი კურსის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 წლის შემდეგ მისი აღდგენა რთული იქნება.
როგორ ვაფიქსირებთ: ჩვენ ვაწარმოებთ თქვენს პირად საქმეს, სადაც ინახება ჩატარებული კურსების სია თარიღებით, ლოკაციებით და თქვენი როლით (რომელი სადგური ან მოდული ჩაატარეთ).
AHA უშვებს ამ მოთხოვნის გაუქმებას ან ვადის გაგრძელებას განსაკუთრებულ შემთხვევებში:
ავადმყოფობა ან ტრავმა, რომელმაც გამოიწვია სამსახურიდან ან სასწავლო საქმიანობიდან ხანგრძლივი გამოთიშვა
რეგიონში კურსების ობიექტური სიმცირე აუდიტორიის ნაკლებობის ან სასწავლო მასალების დაგვიანების გამო
გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის კოორდინატორი AHA-ს თანამშრომელთან კონსულტაციით. მხედველობაში მიიღება, რამდენ ხანს იყავით საქმიანობიდან გამოთიშული და რამდენი კურსი ჩაატარეთ არსებული შესაძლებლობების ფონზე. დასაბუთება ინახება თქვენს პირად საქმეში. დანარჩენი ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება.
განახლების ჩეკლისტი მოიცავს ადმინისტრაციული კომპეტენციების შეფასებას, რომელსაც კოორდინატორი აკვირდება თქვენი რეგულარული სასწავლო საქმიანობის განმავლობაში. ეს არ არის ცალკე გამოცდა, ეს არის მუშაობის სტილის შეფასება.
კოგნიტური და პრაქტიკული უნარები:
Provider დონის უნარების ფლობის დემონსტრირება
ციკლში მინიმალური რაოდენობის კურსების ჩატარება
კავშირის (alignment) სტატუსი AHA-ს პლატფორმაზე
საჭირო Provider და ინსტრუქტორის განახლებების გავლა
მსმენელებისთვის კურსის წინა ინსტრუქციებისა და რესურსების დროული მიწოდება
მსმენელთა და ფაკულტეტის უკუკავშირის გამოყენება საკუთარი სწავლების გასაუმჯობესებლად
აღჭურვილობის გამართულობა და საკმარისი რაოდენობა
სატესტო მასალების დაცვა და უსაფრთხოება
აღჭურვილობის დეკონტამინაცია მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად
პროგრამის ადმინისტრირება:
კურსის შემდგომი ჩანაწერების სრულყოფილად წარმოება: ზუსტი უწყისი (roster), შეფასების უწყისი და შემაჯამებელი შეფასება
Program Administration Manual-ის მიმდინარე რედაქციასთან შესაბამისობა
სერტიფიკატების დროული გაცემა
ჩვენ ვამოწმებთ თქვენს პირად საქმეს: რამდენი კურსი გაქვთ ჩატარებული, როდის იყო ბოლო მონიტორინგი და გავლილი გაქვთ თუ არა განახლების კურსი. ამის შემდეგ თქვენ იღებთ მოკლე ანგარიშს.
რჩევა: ნუ დაელოდებით ვადის ამოწურვას. თუ 4 კურსი არ გაქვთ, დაგვჭირდება დრო კურსების დასაგეგმად.
დაგეგმვა: დამატებითი კურსები, განახლების კურსზე დარეგისტრირება ან უნარების გამყარება.
ჩვენი ფაკულტეტის წევრი აკვირდება თქვენს ერთ კურსს და აფასებს Instructor Monitor Tool-ით. შეფასების ბლოკებია კურსის მიწოდება, ტესტირება და რემედიაცია, და პროფესიონალიზმი.
შევსებული ფორმა ცენტრს წარედგინება მონიტორინგიდან 10 სამუშაო დღეში.
კოორდინატორი თქვენთან ერთად გადის განახლების ჩეკლისტს, მათ შორის ეთიკის და ინტერესთა კონფლიქტის ნაწილს. ორივე მხარე აწერს ხელს. თქვენ გაქვთ უფლება, ჩაწეროთ საკუთარი კომენტარები.
ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ გაიცემა ახალი ინსტრუქტორის eCard, ხელმისაწვდომი atlas.heart.org-ზე თქვენს პროფილში.
შეავსეთ ფორმა და ჩვენი კოორდინატორი მოგიმზადებთ თქვენი განახლების მდგომარეობის მოკლე ანგარიშს: რამდენი კურსი გაქვთ, რა გაკლიათ და როდის უნდა დაიგეგმოს მონიტორინგი.