
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991პროგრამა განკუთვნილია მედპერსონალისთვის, რომელსაც თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უხდება რეანიმაციულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ინსტრუქტორები
ნინო აგლაძე, ნანა გულდედავა, თინათინ ნიჟარაძე, გიორგი გოცაძე, ქეთევან მიროტაძე
პროგრამის მიზანია მედპერსონალის მომზადება, იმისათვის რომ მათ შეძლონ დროულად ამოიცნონ სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობები და დროულად, უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩაატარონ გულ-ფილტვის რეანიმაცია, ელექტროშოკი და გაათავისუფლონ სასუნთქი გზები.
კურსი მოიცავს კლინიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია მოზრდილის, ჩვილის და ბავშვის გადაუდებელი დახმარებისათვის როგორც ჰოსპიტალურ ასევე პრეჰოსპიტალურ ეტაპზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა ამერიკის გულის ასოციაციის სერტიფიკატი.
ამ კურსზე რეგისტრაცია ამჟამად არ მიმდინარეობს.