მედიქლაბჯორჯია
ჩვენ შესახებJCI აკრედიტაციასაერთაშორისო პარტნიორებიკორპორაციული კლიენტებიისტორიასიახლეები და ღონისძიებებიკარიერადაგვიკავშირდით
ექიმის მოძიებადეპარტამენტები და სერვისებიჩვენი ადგილმდებარეობასაერთაშორისო პაციენტები
ამბულატორიული მომსახურებასტაციონარული მომსახურებაქირურგია და პროცედურებიგადაუდებელი დახმარებადიაგნოსტიკური კვლევები
LRC-ის შესახებკურსებიპროგრამებიინსტრუქტორებისასწავლო რესურსები
სიახლეები
სიახლეები
მედიქლაბჯორჯია

ინოვაცია, ხედვა, პროფესიონალიზმი

ბმულები

  • ჩვენ შესახებ

დაგვიკავშირდით

  • მისამართი
    ტაშკენტის ქ. 22ა თბილისი, საქართველო, 0160
  • ტელეფონი
    (+995 32) 225 1991
  • ელფოსტა
    mcg@mcg.ge

სამუშაო საათები

ორშაბათი9:00 - 18:00
სამშაბათი9:00 - 18:00
ოთხშაბათი9:00 - 18:00
ხუთშაბათი9:00 - 18:00
პარასკევი9:00 - 18:00
შაბათი9:00 - 18:00
კვირაგადაუდებელი დახმარება

© 2025 მედიქლაბჯორჯია. ყველა უფლება დაცულია.

კონფიდენციალურობის პოლიტიკამომსახურების პირობები

აკრედიტაციები

Joint Commission International (JCI) 2023


სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“ 2023 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა JOINT COMMISSION INTERNATIONAL (JCI) აკრედიტაციის აუდიტი და, უკვე მესამედ, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სამი წლის ვადით (2023 წლის 22 დეკემბრიდან 2026 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. IHCO ID 60000187). „მედიქლაბჯორჯია“ 2017 წლიდან დღემდე ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც უწყვეტად ფლობს JCI აკრედიტაციას და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო  სტანდარტების კრიტერიუმებს. 

„მედიქლაბჯორჯია” ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 669 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით. JOINT COMMISSION INTERNATIONAL წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაციის THE JOINT COMMISSION შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს. JCI აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებად და ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.






Joint Commission International (JCI) 2020


სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“ 2020 წლის ბოლოს წარმატებით გაიარა სამედიცინო დაწესებულებების JCI რეაკრედიტაციის აუდიტი და მეორედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 620 ჰოსპიტალს შორის „მედიქლაბჯორჯიას“ ყოფნა მნიშვნელოვანი წარმატებაა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. 

სააკრედიტაციო ორგანიზაცია JCI აშშ-ში მოქმედი ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც THE JOINT COMMISSION-ის შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს წარმოადგენს.

JCI-ი საერთაშორისო აკრედიტაციის, კონსულტაციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებს, სამინისტროებსა და სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებასა და პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში ეხმარება.






Joint Commission International (JCI) 2017


2017 წლის აპრილში სამედიცინო ცენრტმა „მედიქლაბჯორჯია“ წარმატებით გაიარა JCI აუდიტი და მიენიჭა JCI საერთაშორისო სერტიფიკატი.

JCI-ს აუდიტორთა მიერ განხორციელდა სამედიცინო ცენტრის „მედიქლაბჯორჯია“ საქმიანობის სრული სპექტრის აუდიტი ჰოსპიტალური სერვისებისათვის (სტაციონარული, ამბულატორიული, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება) დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

„მედიქლაბჯორჯია“ ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ფლობს JCI სერტიფიკატს. JCI სერტიფიკატი - განიხილება სამედიცინო მომსახურების ხარისხის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებად და ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.