
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991სასწავლო პროგრამა მომზადებულია ამერიკის გულის ასოცაიციის მიერ.
ინსტრუქტორები
პროგრამა განკუთვნილია სამედიცინო სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას უხდება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პედიატრიული პაციენტების მართვა.
პედიატრიული მართვა მნიშვნელოვნად განსხვავდება მოზრდილების მართვისგან, რაც უნდა იცოდეს ყველა სამედიცინო პერსონალმა, რომელსაც შეხება აქვს ბავშვების მკურნალობასთან.
კურსი ითვალისწინებს სცენარებზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც მონაწილეებს გამოუმუშავებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს ახალშობილებისა და ბავშვების მართვაში.
გულ-ფილტვის რეანიმაცია და ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება ბავშვებში
გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩვილებში
სისტემური მიდგომა პედიატრიული პაციენტის შეფასებაში
რეანიმაციული ღონისძიებები და გადაუდებელი კარდიოვასკულური მართვა
გადაუდებელი რესპირატორული მდგომარეობების მართვა
რიტმის დარღვევები და ელექტრული თერაპია
კარდიოლოგიური, რესპირატორული და შოკის სიტუაციური სცენარები - დისკუსიები და სიმულაციები
კურსი „დახვეწილი პედიატრიული მართვა“ აკრედიტირებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და შესაბამისად მსმენელს ენიჭება 12 კრედიტ ქულა. სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 2 წლის განმავლობაში.
აკრედიტაციის ნომერი: 1440
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ასევე გადაეცემა ამერიკის გულის ასოციაციის სერტიფიკატი.
კურსი განკუთვნილია შემდეგი სპეციალობის ექიმებისთვის:
ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
ბავშვთა ნევროლოგია
ბავშვთა ინფექციური სნეულებები
ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია
ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია
ბავშვთა გასტროენტეროლოგია
ბავშვთა ფტიზიატრია-პულმონოლოგია
ბავშვთა ნეფროლოგია
ბავშვთა ქირურგია
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
კარდიოქირურგია
ბავშვთა ენდოკრინოლოგია
ამ კურსზე რეგისტრაცია ამჟამად არ მიმდინარეობს.