
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991PEME ადასტურებს, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ზღვაზე მუშაობისთვის დადგენილ მოთხოვნებს — MLC 2006-ისა და STCW-ის I/9 რეგულაციის, ასევე შესაბამისი დროშის ადმინისტრაციისა და დამსაქმებლის სპეციფიკური სტანდარტების შესაბამისად.
MTA უფლებამოსლი ექმის მიერ სამედიცინო, პროფესიული, იმუნიზაციის ანამნეზის შეკრება
MTA-ს მიერ უფლებამოსილი ექიმის მიერ სრული ფიზიკალური გასინჯვა
ლაბორატორიული გამოკვლევა
ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური გამოკლვევა
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტების კონსულტაციებს ადგილზე
დროშის ადმინისტრაციის ან დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ დამატებით ტესტებს
ყველა ძირითადი კვლევა, დიაგნოსტიკური პროცედურა, სპეციალისტების კონსულტაციები და საბოლოო სამედიცინო შეფასება ერთსა და იმავე შენობაში, ერთი ვიზიტის ფარგლებში ტარდება.
მეზღვაურთა უმეტესობა სრულ სამედიცინო შემოწმებას დაახლოებით 2–3 საათში ასრულებს.
გთხოვთ, ვიზიტზე მობრძანდეთ უზმოზდ (ვიზიტამდე 12 საათით ადრე არ უნდა მიიღოთ საკვები, დილით შესაძლებელია მხოლოდ წყლის დალევა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა მოწმობა, პასპორტი ან მეზღვაურის პასპორტი)
ბოლო სამედიცინო სერტიფიკატი, თუ გაქვთ
სათვალე ან კონტაქტური ლინზები, თუ იყენებთ
მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც რეგულარულად ღებულობთ
დამსაქმებლის ან დროშის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი სამედიცინო ფორმა
ვაქცინაციის/იმუნიზაციის პასპორტი
სამედიცინო სერტიფიკატი სტანდარტულად გაიცემა 24-48 საათში, ხოლო გადაუდებელი შემთხვევის დროს სერტიფიკატის გაცემა შესაძლებელია იმავე დღეს. თუ გემზე ასვლის თარიღი ახლოვდება, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ვიზიტის დაგეგმვისას, რათა ვიზიტი დავგეგმოთ შესაბამისი პრიორიტეტით.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს MTA-ს უფლებამოსილი ექიმი მოქმედი მოთხოვნებისა და ჩატარებული სამედიცინო შეფასების საფუძველზე.
დასკვნა გაიცემა შემდეგნაირად:
ვარგისი სამსახურისთვის (Fit for Duty)
ვარგისი შეზღუდვებით (Fit with Restrictions)
დროებით უვარგისი (Temporarily Unfit)
სამუდამოდ უვარგისი (Permanently Unfit)
თუ დასკვნა არ არის "ვარგისი სამსახურისთვის", ექიმი დეტალურად აგიხსნით ასეთი გადაწყვეტილების მიზეზს, დაგიგეგმავთ შემდგომ გამოკვლევებს და სპეციალისტის კონსულტაციას და შესაბამისი პერიოდის შემდეგ დაგიბარებთ განმეორებით შემოწმებაზე.