
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991კურსი, რომელიც დაფუძნებული ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროგრამაზე.
ინსტრუქტორები
პროგრამის მიზანია რეზიდენტების მომზადება გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობების დროული ამოცნობის, შეფასებისა და მართვისთვის საწყის ეტაპზე. კურსი ეფუძნება ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას და უახლეს გაიდლაინებს.
კურსი მოიცავს კრიტიკული ნევროლოგიური პათოლოგიების მართვის თანამედროვე პრინციპებს, დიაგნოსტიკური შეცდომების პრევენციასა და ნეიროვიზუალური კვლევების რაციონალურ გამოყენებას. რეზიდენტები შეისწავლიან:
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის მართვას;
არატრავმული თავის ტკივილისა და დორსალგიის (ზურგის ტკივილის) დიფერენცირებას;
ვერტიგოს (თავბრუსხვევა) მართვას და დიფერენციალურ დიაგნოსტიკას (HINTS ტესტი, ეპლის და დიქს-ჰოლპაიკის მანევრები);
ეპილეფსიური სტატუსის, მენინგიტის, დელირიუმისა და ნეიროტოქსიკოლოგიური მდგომარეობების მართვას;
თავის ტრავმის მართვის თავისებურებებს პედიატრიულ პოპულაციაში.
კურსი განკუთვნილია შემდეგი სპეციალობების რეზიდენტებისთვის:
გადაუდებელი მედიცინა
ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია
კრიტიკული მედიცინა
ნევროლოგია
საოჯახო მედიცინა
შინაგანი მედიცინა
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაცია
ოტორინოლარინგოლოგია
ამ კურსზე რეგისტრაცია ამჟამად არ მიმდინარეობს.