
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991პროგრამის მიზანია ექიმების მომზადება გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობების დროული ამოცნობის, შეფასებისა და მართვისთვის საწყის ეტაპზე. კურსი ეფუძნება ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას და უახლეს გაიდლაინებს.
კურსი მოიცავს კრიტიკული ნევროლოგიური პათოლოგიების მართვის თანამედროვე პრინციპებს, დიაგნოსტიკური შეცდომების პრევენციასა და ნეიროვიზუალური კვლევების რაციონალურ გამოყენებას. მსმენელები შეისწავლიან:
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის მართვას;
არატრავმული თავის ტკივილისა და დორსალგიის (ზურგის ტკივილის) დიფერენცირებას;
ვერტიგოს (თავბრუსხვევა) მართვას და დიფერენციალურ დიაგნოსტიკას (HINTS ტესტი, ეპლის და დიქს-ჰოლპაიკის მანევრები);
ეპილეფსიური სტატუსის, მენინგიტის, დელირიუმისა და ნეიროტოქსიკოლოგიური მდგომარეობების მართვას;
თავის ტრავმის მართვის თავისებურებებს პედიატრიულ პოპულაციაში.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი (12 კრედიტ ქულა), რომელიც ძალაშია გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
კურსი განკუთვნილია ექიმებისთვის, რომლებსაც პრაქტიკაში შეხება აქვთ გადაუდებელ პაციენტებთან:
გადაუდებელი მედიცინის ექიმები
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები
კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები
ნევროლოგები
საოჯახო მედიცინის ექიმები
შინაგანი მედიცინის ექიმები (თერაპევტები)
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები
ოტორინოლარინგოლოგები
კურსზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 593 269-251
დაწყების თარიღი
მარტი 21, 2026
დასრულების თარიღი
მარტი 22, 2026
ხანგრძლივობა
2 დღე
ფასი
250 ლარი
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა