Heartsaver First Aid CPR AED არის AHA-ს (American Heart Association) ოფიციალური, ვიდეო მასალაზე დაფუძნებული კურსი, რომელიც ასწავლის მსმენელებს გარემოს უსაფრთხოების შეფასებას, გფრ-ს ჩატარებას, აგდ-ს გამოყენებას და ზედა სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის მართვას ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ასევე პირველ დახმარებას ტრავმის, დამწვრობის და ელექტროტრავმის დროს.
განიხილება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ადრეული ამოცნობა და პირველადი რეაგირება (გულის შეტევა, ინსულტი, კრუნჩხვა, შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ანაფილაქსია). ასევე გარემო ფაქტორებით განპირობებული მდგომარეობების (სითბური დარტყმა, ჰიპოთერმია, მოყინვა), მოწამვლის და ცხოველის ნაკბენის პირველადი მართვა.
კურსი აერთიანებს თეორიას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. იგი დაფუძნებულია ოფიციალურ ვიდეო მასალზე.
წარმატებით დასრულების შემთხვევაში სერტიფიცირების საკითხები რეგულირდება AHA-ს წესებით.
გფრ-ს ჩატარება და აგდ-ს უსაფრთხო გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში
სასუნთ გზებში უცხო სხეულის გადაცდნის მართვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში
ტრავმის, ელექტროტრავმის, სისხლდენისა და დამწვრობის პირველადი დახმარება
გულის შეტევის, ინსულტის, კრუნჩხვის, დიაბეტის, ასთმისა და ანაფილაქსიის ადრეული ამოცნობა და პირველადი რეაგირება
უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და დახმარების სწრაფი მობილიზება
გარემო ფაქტორებით განპირობებული მდგომარეობების (სითბური დარტყმა, ჰიპოთერმია, მოყინვა), მოწამვლისა და ცხოველის ნაკბენის პირველადი მართვა.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა