
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991პროგრამის მიზანია სტომატოლოგიურ სფეროში დასაქმებული მედპერსონალის მომზადება, რათა მათ შეძლონ დროულად ამოიცნონ სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობები და დროულად, უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩაატარონ გულ-ფილტვის რეანიმაცია, გამოიყენონ ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი (ელექტროშოკი), მართონ ანაფილაქსია და გაათავისუფლონ სასუნთქი გზები.
კურსი მოიცავს კლინიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია მოზრდილის და ბავშვის გადაუდებელი დახმარებისათვის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, კონკრეტულად კი სტომატოლოგიური პრაქტიკის სპეციფიკის გათვალისწინებით (მაგ: ანაფილაქსიური შოკის მართვა, უცხო სხეულის ასპირაცია).
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი (12 კრედიტ ქულა), რომელიც ძალაშია გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
კურსი განკუთვნილია სტომატოლოგიურ სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის (ექიმები, ასისტენტები, ექთნები), ვისაც პროფესიული საქმიანობისას შესაძლოა მოუწიოს კრიტიკული მდგომარეობების მართვა, კერძოდ შემდეგი სპეციალობებისთვის:
თერაპიული სტომატოლოგია
ორთოპედიული სტომატოლოგია
ქირურგიული სტომატოლოგია
ორთოდონტია
ყბა-სახის ქირურგია
ბავშვთა სტომატოლოგია
1. სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები (BLS) მოზრდილებში
უსაფრთხოება და შეფასება.
გულ-ფილტვის რეანიმაცია (CPR).
რეანიმაციის ტაქტიკა.
2. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის (AED) გამოყენება
დეფიბრილატორის მუშაობის პრინციპები და უსაფრთხო გამოყენება.
3. გადაუდებელი მდგომარეობები პედიატრიაში
ბავშვთა და ჩვილთა ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები.
სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები ბავშვებში.
პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვი.
4. სასუნთქი გზების მართვა და ობსტრუქცია
სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენის მანევრები.
უცხო სხეულის ასპირაციის მართვა მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში.
5. სპეციფიკური და კრიტიკული მდგომარეობების მართვა
ანაფილაქსია: ამოცნობა, ადრენალინის გამოყენება და მართვის ალგორითმი.
მწვავე კორონარული სინდრომი: ინფარქტის ნიშნები და პირველადი მოქმედება.
ინსულტი: დროული ამოცნობა.
კრუნჩხვა და ეპილეფსიური შეტევა.
დიაბეტი: ჰიპოგლიკემიის და ჰიპერგლიკემიის მართვა.
ნარკოტიკებით ზედოზირება და ორსულთა რეანიმაციის თავისებურებები.
6. გუნდური მუშაობა
ეფექტური კომუნიკაცია კრიტიკულ სიტუაციაში.
როლების გადანაწილება რეანიმაციულ გუნდში.
დაწყების თარიღი
თებერვალი 28, 2026
დასრულების თარიღი
მარტი 1, 2026
ხანგრძლივობა
2 დღე
ფასი
200 ლარი
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა