
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991კურსი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც მონაწილეობს პაციენტის რეანიმაციულ ღონისძიებებში ჰოსპიტალურ ან პრეჰოსპიტალურ ეტაპზე.
ინსტრუქტორები
დახვეწილი კარდიოვასკულური დახმარება (ACLS) განკუთვნილია სამედიცინო სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ადმიანისთვის ვინც პროფესიული საქმიანობისას პირდაპირ ან არაპიდაპირ მონაწილეობას ღებულობს პაციენტის რეანიმაციულ ღონისძიებებში ჰოსპიტალურ ან პრეჰოსპიტალურ ეტაპზე. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და მიმღები განყოფილებების ექიმებისა და ექთნებისათვის.
კურსის მსვლელობისას მსმენელები განიმტკიცებენ უნარ-ჩვევებს რომლებიც აუცილებელია გულის გაჩერებისა და გულის გაჩერების წინამორბედი მდგომარეობების დროს პაციენტის მკურნალობისათვის სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობების სიმულაციებში მონაწილეობის გზით.
სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური მეთოდები - პირველადი შეფასება (BLS), სიცოცხლის შენარჩუნების დახვეწილ მეთოდები - მეორადი შეფასება (ACLS)
სუნთქვის გაჩერების მართვა
გადაუდებელი კარდიო-ვასკულური მდგომარეობების დროს გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობის მიმოხილვა
რეანიმაციის გუნდის პრინციპი
გულის გაჩერების დახვეწილი მართვა
პულსგარეშე ვენტრიკულური ტაქიკარდია და პარკუჭთა ფიბრილაცია
პულსგარეშე ელექტრული აქტიობა/ასისტოლია (სიტუაციური სცენარი/პრაქტიკული მეცადინეობა)
ბრადიკარდია (სიტუაციური სცენარი/პრაქტიკული მეცადინეობა)
ტაქიკარდია სტაბილური/არასტაბილური (სიტუაციური სცენარი/პრაქტიკული მეცადინეობა)
მწვავე კორონარული სინდრომები
ინსულტი
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა ამერიკის გულის ასოციაციის სერტიფიკატი და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი (12 კრედიტ ქულა), რომელიც ძალაშია გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
აკრედიტაციის ნომერი: 1441
კურსი განკუთვნილია შემდეგი სპეციალობის ექიმებისთვის:
გადაუდებელი მედიცინა
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
კარდიოლოგია
შინაგანი მედიცინა
ნევროლოგია
რევმატოლოგია
ინფექციური სნეულებები
კლინიკური ონკოლოგია
ონკოქირურგია
ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია
რადიაციული ონკოლოგია
ბირთვული მედიცინა
კლინიკური ტოქსიკოლოგია
გასტროენტეროლოგია
ფტიზიატრია-პულმონოლოგია
ნეფროლოგია
ზოგადი ქირურგია
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
კარდიოქირურგია
ნეიროქირურგია
უროლოგია
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
სისხლძარღვთა ქირურგია
პროქტოლოგია
ანგიოლოგია
მეანობა-გინეკოლოგია
ოტორინოლარინგოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
ამ ეტაპზე ღია ჯგუფი არ არის. დარეგისტრირდით და დაგიკავშირდებით, როგორც კი შემდეგი ჯგუფი დაიგეგმება.
350 ₾
თარიღი დაზუსტდება