
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991ტრეინინგი შემუშავებულია გადაუდებელი მედიცინის საერთაშორისო სტანდარტებით.
პროექტის მიზანია გადაუდებელი მედიცინის ექიმების, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმების, ანესთეზიოლოგების, რეანიმატოლოგების, რადიოლოგების მომზადება ქვემოთ ჩამოთვლილი პროტოკოლებით.
კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
ულტრასონოგრაფიული მანქანის მუშაობის ძირითად პრინციპებს;
გულმკერდის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიულ შეფასებას - FATE პროტოკოლი;
ტრავმულ პაციენტებში თვალის ექოსკოპიურ შეფასებას;
მუცლის ღრუს ძირითადი გადაუდებელი მდგომარეობი მოზრდილებსა და პედიატრიულ პოპულაციაში - ულტრასონოგრაფიული შეფასება;
ბავშვთა სონოგრაფიულ თავისებურებებს;
არასტაბილური პაციენტების ულტრასონოგრაფიული შეფასება - RUSH პროტოკოლი;
ნერვული წნულების წვდომა ულტრასონოგრაფიული კონტროლით;
ლუმბალური პუნქცია ულტრასონოგრაფიული კონტროლით;
პერიკარდიოცებტეზი ულტრასონოგრაფიული კონტროლით.
თეორიულ სწავლებასთან ერთად გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი (18 კრედიტ ქულა), რომელიც ძალაშია გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
კურსი განკუთვნილია შემდეგი სპეციალობის ექიმებისთვის:
გადაუდებელი მედიცინა;
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
ანესთეზიოლოგია;
რეანიმატოლოგია;
რადიოლოგია.
დაწყების თარიღი
მაისი 22, 2026
დასრულების თარიღი
მაისი 24, 2026
ხანგრძლივობა
3 დღე
ფასი
300 ლარი
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა