
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991შეისწავლეთ გადაუდებელი ექოსკოპიის საფუძვლები და პროტოკოლები (EFAST, FATE, BLUE, RUSH) ორდღიანი პრაქტიკული ტრენინგის ფარგლებში.
ინსტრუქტორები
შეისწავლეთ გადაუდებელი ექოსკოპიის საფუძვლები და პროტოკოლები (EFAST, FATE, BLUE, RUSH) ორდღიანი პრაქტიკული ტრენინგის ფარგლებში. კურსი აკრედიტებულია 12 კრედიტ ქულით.
პროგრამა შემუშავებულია გადაუდებელი მედიცინის საერთაშორისო სტანდარტებით და მიზნად ისახავს სამედიცინო სპეციალისტების მომზადებას გადაუდებელი ექოსკოპიისა და სამედიცინო მანიპულაციების ექოსკოპიური კონტროლით ჩატარების სფეროში.
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
ულტრასონოგრაფიული კვლევის საწყისები;
ტრავმული პაციენტის ულტრასონოგრაფიული შეფასება - EFAST პროტოკოლი;
ფილტვის ექოსკოპია-BLUE პროტოკოლი;
ცენტრალური სისხლძარღვების წვდომა ულტრასონოგრაფიული კონტროლით;
თორაკოცენტეზი ულტრასონოგრაფიული კონტროლით;
ლაპარაცენტეზი ულტრასონოგრაფიული კონტროლით.
თეორიულ სწავლებასთან ერთად გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი (12 კრედიტ ქულა), რომელიც ძალაშია გაცემიდან ორი წლის განმავლობაში.
კურსი განკუთვნილია შემდეგი სპეციალობის ექიმებისთვის:
გადაუდებელი მედიცინა
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
რადიოლოგია
ამ კურსზე რეგისტრაცია ამჟამად არ მიმდინარეობს.