
მოგვწერეთ
mcg@mcg.geდაგვირეკეთ
(+995 32) 225 1991ამერიკის ქირურგთა კოლეჯის ტრავმის კომიტეტის მიერ შემუშავებული და აკრედიტებული კურსი.
ინსტრუქტორები
გიორგი გოცაძე, ნანა გულდედავა, მაკა ბაკაშვილი, დემნა ნადირაშვილი, ირინა წირქვაძე, ნატალია კიკნაძე
დაწყება: 23 ოქტომბერი, 2026
ATLS - ტრავმის დახვეწილი მართვა წარმოადგენს ამერიკის ქირურგთა კოლეჯის ტრავმის კომიტეტის მიერ შემუშავებულ და აკრედიტებულ კურსს, რომელიც დღეისათვის დანერგილია მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.
სასწავლო კურსი მარტივი და სისტემური მიდგომის წყალობით წარმოადგენს დაშავებული პაციენტის გადაუდებელი დახმარების ყველაზე უსაფრთხო და სარწმუნო კონცეფციას.
კურსის დასრულების შემდეგ პრაქტიკოსი ექიმი ფლობს ძირითად და აუცლებელ ცოდნას იმისათვის, რომ:
შეაფასოს დაშავებული პაციენტის მდგომარეობა სწრაფად და ზუსტად;
ჩაატაროს რეანიმაცია და პაციენტის სტაბილიზაცია პრიორიტეტების გათვალისწინებით;
განსაზღვროს სიტუაციები, როდესაც პაციენტის დაზიანებები და მდგომარეობის სიმძიმე აღემატება სამედიცინო დაწესებულების/ექიმის რესურსებსა და შესაძლებლობებს;
ორგანიზება გაუწიოს პაციენტის ინტერ ან ინტრაჰოსპიტალურ ტრანსპორტირებას;
უზრუნველყოს პაციენტის უწყვეტი მართვა საბოლოო მკურნალობის ადგილზე მის გადაყვანამდე.
ATLS კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 დღეს და მოიცავს დაშავებული პაციენტის სწრაფ საწყის შეაფსებასა და სიცოცხლის შემანარჩუნებელ გადაუდებელ ჩარევებს, განმეორებით შეფასებას, სტაბილიზაციას და საჭიროების დროს პაციენტის რეფერალის/ტრანსპორტირების აუცილებლობის განსაზღვრას.
კურსი შედგება პრეტესტისა და შემაჯამებელი ტესტისაგან, ძირითადი ლექციებისაგან, ინტერაქტიული სცენარების განხილვისაგან, დისკუსიებისაგან, ქირურგიული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი პრაქტიკულებისაგან და კურსის ათვისების საბოლოო შეფასებისაგან.
კურსი „ტრავმის დახვეწილი მართვა“ აკრედიტირებულია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და შესაბამისად მსმენელს ენიჭება 18 კრედიტ ქულა.
აკრედიტაციის ნომერი: 1442
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ATLS განკუთვნილია ქირურგებისათვის, გადაუდებელი დახმარების ექიმებისთვის, რეანიმატოლოგებისა და ანესთეზიოლოგებისათვის, ანუ ყველა იმ დარგის სპეციალისტებისათვის, რომელთაც უწევთ დაშავებული პაციენტის მართვა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ასეთი მულტიდისციპლინარული ჩართულობა განაპირობებს ჩამოთვლილი დარგის ექიმების ერთი აღიარებული სქემით გუნდურ მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაზარალებული პაციენტის მკურნალობის ეფექტურობას. კურსი ასევე შეიძლება იყოს შერჩევითი სხვა დისციპლინების სპეციალისტებისა და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
დღეისათვის ATLS მეთოდი მიჩნეულია როგორც სტანდარტი ტრავმის „პირველი საათის“ მართვისათვის, იმისდა მიუხედავად თუ სად ტარდება ეს მართვა, იზოლირებულ რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებაში, თუ მაღალი დონის მულტიპროფილურ სამკურნალო ცენტრში.
ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
გადაუდებელი მედიცინა
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
ზოგადი ქირურგია
ბავშვთა ქირურგია
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
კარდიოქირურგია
ნეიროქირურგია
უროლოგია
პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
სისხლძარღვთა ქირურგია
პროქტოლოგია
მეანობა-გინეკოლოგია
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა
550 ₾
23-25 ოქტომბერი, 2026