გამოცდილება
თეონა სალუქვაძე სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2010 წლიდან შემოუერთდა;
თეონას აქვს მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება მეან-გინეკოლოაში საქართველოსა და საზღვრებს გარეთ;
ის, ასევე, უძღვება მეან-გინეკოლოგიისა და საექთნო კურსს საქართველოს უნივერსიტეტში (Maternity and child care. უცხოელთა სექტორი);
ფლობს სხვადასხვა სახელმწიფო სერტიფიკატს: მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა. ზოგადი პროფილის ექიმი. ენდოსკოპიური ქირურგია;
ასევე, სერტიფიკატს ლაპარასკოპიულ გინეკოლოგიაში (სტაჟირება: საფრანგეთი, ქ. კლერმონ-ფერანი, CICE - ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი);
მიღებული აქვს გრანტი ონკოლოგიური პაციენტების განათლების სფეროში ევროპის ონკო-გინეკოლოგთა ასოციაციის მიერ, ESGO (ინგლისი, ლივერპული, 2013წ);
არის სტიპენდიანტი აშშ-ავსტრიის ორგანიზაციის AAF - სტაჟირებები ავსტრიაში (ვენა. კლინიკა AKH, მეან-გინეკოლოგიური განყოფილება, რეპროდუქტოლოგია), ზოგადი გინეკოლოგია, ონკო-გინეკოლოგია (ზალცბურგი);
მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ სიმპოზიუმსა და საერთაშორისო კონფერენციაში.
აქვს 15 გამოქვეყნებული სტატია საერთაშორისო და რუსეთის სამეცნიერო ჟურნალებში. არის საქართველოსა და ევროპის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი.
განათლება და ტრენინგები
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი;
რეზიდენტურა და ასპირანტურა გაიარა სანკტ-პეტერბურგის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში;
არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.