გამოცდილება
2011 წლიდან დღემდე: ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულა“, რადიოლოგი;
2011 წლიდან დღემდე: მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიოლოგი;
2013 წლიდან დღემდე: კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი;
2015-2016: ყაზახეთის ქალაქ აქტაუს სოფი მედგრუპის კლინიკა, რადიოლოგი;
2016 წლიდან: უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი;
2001-2011: ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი, რადიოლოგი;
2006-2010: დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი, რადიოლოგი;
2000-2001: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა, რადიოლოგი;
1991-2000: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი.
განათლება და ტრენინგები
ირაკლი ტატიშვილმა დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის ფაკულტეტი (1986წ.);
ტრენინგი რადიოლოგიაში (კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ონკოლოგიის სასწავლო და კვლევითი ჰოსპიტალი; ათათურქის სასწავლო და კვლევითი ჰოსპიტალი (ანკარა, თურქეთი, 2011წ.);
ტრენინგი რადიოლოგიაში, თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სამედიცინო ფაკულტეტი (ისრაელი, 2000წ.);
ტრენინგი რადიოლოგიაში, მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (თბილისი, 1997-1998წწ.);
ტრენინგი რენტგენოლოგიაში, ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია (თბილისი, 1997წ.)
ბიოგრაფია
ირაკლი ტატიშვილი „მედიქლაბჯორჯიას“ გუნდს 2010 წლიდან შემოუერთდა.
ირაკლი ტატიშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატია/პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი თერაპიასა და რადიოლოგიაში. ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი - „შინაგანი სნეულებანი“ და „შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა“.
მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში, აქვს პედაგოგიური გამოცდილება რადიოლოგიაში. 2009 წლიდან 2011 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის Master Program-ის ონკოლოგიის რადიოლოგიური მოდულის ლოკალური დირექტორი და რეზიდენტურის ნეირორადიოლოგიის კურსის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (2012-2013წწ.).
ირაკლი ტატიშვილი არის ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი.