გამოცდილება
ეკა მიქაბერიძე „მედიქლაბჯორჯიას“ პროფესიონალთა გუნდს 2003 წლიდან შემოუერთდა;
მუშაობდა ევროპულ სამედიცინო ცენტრში კარდიოლოგად (რუსეთი, მოსკოვი. 1998წ.);
თერაპიის ნაციონალურ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომელად (თბილისი.1998-2003წწ.);
ასევე, იყო თერაპიის ნაციონალური ინსტიტუტის კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კარდიოლოგი-მორიგე ექიმი (2003-2005წწ.);
ეკატერინე მიქაბერიძე არის OGUK სერტიფიცირებული ექიმი (CPD certified at Falck Nutec);
2015 წლიდან და 2014 წლიდან საზღვაო სააგენტოს ავტორიზებული ექიმი;
ეკა ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს სპეციალობაში „კარდიოლოგია“, „შინაგანი დაავადებები“ და „ლაბორატორიული მედიცინა“;
გავლილი აქვს ტრენინგები: პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მართვა, ტრენერთა მომზადება, Course of TOT (უკრაინა, კიევი. 2005წ.);
თრომბოლიზისი Offshore (აზერბაიჯანი, ბაქო. 2005წ.);
ბარიატრია მულტიდისციპლინარული გუნდი (შვეიცარია, Center of Kantonsspital St. Gallen. 2012წ.);
აქვს სამეცნიერო ნაშრომები: „ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტის დამოკიდებულება ქოლესტერინზე“ (ამერიკული ჟურნალი კარდიოვასკულარულ ფარმაკოლოგიაში. 2001წ.) და „კარდიო-ვასკულარული რისკის მქონე უსიმპტომო მამაკაცებში ეკგ მონაცემების გამოყენება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის წინასწარ განსაზღვრაში“ (ჰიპერტენზიის ამერიკული ჟურნალი.1998წ.).
განათლება და ტრენინგები
ეკა მიკაბერიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. რეზიდენტურა გაიარა ქალაქ მოსკოვის ალექსანდრე მიასნიკოვის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტალური კარდიოლოგიის ინსტიტუტში;
ეკა არის საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი. ბრუსეს ჰოსპიტალი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი და მეორადი პრევენციის განყოფილება (საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ქვედა კიდურების არტერიების ულტრაბგერითი კვლევა. საფრანგეთი, პარიზი).