დასაქმება >> საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ თანამშრომლების სამსახურში მიღების პროცედურა ეფუძნება შერჩევის კონკურსზე დამყარებულ პროცესს, რომელშიც შეფასება ხორციელდება ფონდის საჭიროებებიდან და თანამდებობის მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვრული კრიტერიუმებით. საქართველოს ათასწლეულის ფონდი იცავს სამსახურში მიღების პროცესს, რომელიც გასაგები და გამჭვირვალეა ყველა მისი თანამშრომლისთვის. ეს ღია პროცესია, სადაც კონკურსის გასავლელად შერჩეული ყველა განმცხადებელი მოქცეულია თანაბარ პირობებში. სტაჟირება >> სტაჟირების პროგრამის მიზანია დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის და ახლახანს კურსდამთარებულებისათვის საშუალების მიცემა, გაეცნონ ”ემ-სი-ჯი”-ს პროგრამის ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების პროცესს. სტაჟირების მეშვეობით შესაძლებელი იქნება გამოცდილების შეძენა, პროექტის მენეჯმენტის შესახებ ზოგადი ცოდნის მიღება და მისი საორგანიზაციო ფუნქციონირების გაგება. საკონტაქტო პირი: თამთა ბენაშვილი, კადრების მენეჯერი ტელ.: +995 (32) 507 770 ელ.ფოსტა: t.benashvili@mcg.ge
|