მონიტორინგი და შეფასება >> დამოუკიდებელი აუდიტი
საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ ღია კონკურსის წესით შეირჩეულ იქნა საკონსულტაციო ფირმა IMPAQ Internationa LLC, რომლის ძირითადი მიზანია პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების ფარგლებში შეგროვებული და მოპოვებული მონაცემების ხარისხის შეფასება. მონაცემთა შეფასებას საფუძვლად უდევს მეთოდოლოგია, რომელიც ფართოდ არის დანერგილი ანალოგიური შეფასებისთვის საერთაშირისო პრაქტიკაში. რამდენადაც მონიტორინგისა და შეფასების სამსახურის მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ხორციელდება პროგრამის ამოცანებისა და მიზნის მიღწევის ხარისხის განსაზღვრა. მონაცემთა ხარისხის აუდიტორი შეფასებისთვის გამოიყენებს შემდეგ კრიტერიუმებს: მონაცემების საიმედდობა, შესაბამისობა, დროულობა და ადეკვატურობა. ზემოაღნიშნული შეფასება შეეხება პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში შეგროვებულ მონიტორინგისა და შეფასების ყველა მონაცემს. საქართველოს ათასწლეულის პროგრამის კომპლექსურობის გათვალისწინებით, მონაცმეთა ხარისხის აუდიტი განხორციელდება ოთხ ეტაპად და მოიცავს შემდეგ პერიოდებს: I ეტაპი - პროგრამის განხორციელების 1-ლი და მე-2 წლის ყველა მონაცემი II ეტაპი - პროგრამის განხორციელების მე-3 წლის ყველა მონაცემი III ეტაპი - პროგრამის განხორციელების მე-4 წლის ყველა მონაცემი IV ეტაპი - პროგრამის განხორციელების ყველა მონაცემი მე-5 წლის სამი კვარტლის ჩათვლით. თითოეული ეტაპის დასრულების შემდგომ მონაცემთა ხარისხის აუდიტორის მიერ მომზადდება შემაჯამებელი ანგარიში ძირითადი დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით. ათასწლეულის პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების სამსახურის მიერ მოხდება წარმოდგენილი რეკომენდაციების გაანალიზება და პარტნიორ ორგანიზაციებთან აზრთა ურთიერთგაზიარების საფუძველზე ერთობლივად შემუშავდება გეგმა, შემდგომი განხორციელების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს მონიტორინგისა და შეფასების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას.
შეფასების 1 რაუნდი
შეფასების 2 რაუნდი
შეფასების 3 რაუნდი
|