პროექტები >> საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიზანია ინვესტირების გზით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება. ფონდი 10 წელი იარსებებს. მისი ბიუჯეტი შეადგენს 32,1 მილიონ აშშ დოლარს და მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
კომერციული საინვესტიციო ფონდი - (ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი) ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს სწრაფად მზარდ ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში; ინვესტიციები განხორციელდება აგრობიზნესში, ტურიზმსა და სხვა სექტორებში მომუშავე საწარმოებში, უმეტესად თბილისის ფარგლებს გარეთ. ინვესტირების ფორმა შეიძლება იყოს საწარმოთათვის სესხის გამოყოფა ან/და ინვესტირება საწარმოს კაპიტალსა და კაპიტალის მსგავს სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში.
საწარმოების ტექნიკური დახმარება - (ბიუჯეტი 2 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება იმ კომპანიების მუშაობის გაუმჯობესებას, რომლებშიც ფონდი განახორციელებს ინვესტიციებს. აგრეთვე, ისეთი კომპანიების ხელშეწყობას, რომლებიც ტექნიკური დახმარების მიღების შედეგად მოსალოდნელია, რომ დააკმაყოფილებენ საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის პირობებს ინვესტიციების მისაღებად.
მრჩეველთა გუნდი - (ბიუჯეტი 0,1 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება საინვესტიციო გარემოს რეფორმების გუნდის მუშაობის დაფინანსებას. ამ გუნდის საქმიანობა ითვალისწინებს სტრუქტურის შექმნას, რომელიც გააანალიზებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და იზრუნებს მის გაუმჯობესებაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის საქმიანობის შედეგად:
განვითარდება და გაძლიერდება ფონდის მიერ დაფინანსებული საწარმოები;
შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები;
ფონდის წარმატებული ინვესტიციები გამოიწვევს ქვეყანაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას;
გაიზრდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა ადგილობრივი მომწოდებლებისაგან, რაც ადგილობრივი პროდუქციის სარეალიზაციო ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს;
ფონდის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება გაზრდის საინვესტიციო პორთფელის კომპანიების მუშაობის ეფექტიანობას და, შესაბამისად, შემოსავლებს და მოგებას.
ინვესტიციის პოტენციურ მიმღებებს შეუძლიათ მოიძიონ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და დაფინანსების მიღების პროცესის შესახებ ფონდის მმართველი კომპანიის ვებგვერდზე: http://www.seaf.ge/.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, ელენე ალადაშვილს: e.aladashvili@mcg.ge და/ან
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს, ნინო ბერაძეს: n.beradze@mcg.ge
ტელ.: +995 (32) 50 77 70