|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ორშ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
|
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
12
|
|
13
|
14
|
15
|
16
|
17
|
18
|
19
|
|
20
|
21
|
22
|
23
|
24
|
25
|
26
|
|
27
|
28
|
29
|
30
|
|
|
|
|
|
|
 |
|
|
|
|
|
| |
პროექტები >> ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ძირითადი მიზანია ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის იმ დაზიანებული უბნების აღდგენა, რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სულ გათვალისწინებულია 22 უბნის რეაბილიტაცია. პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის დახმარების გაწევას საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობისთვის წინა-სამშენებლო შესწავლებისა და საინჟინრო პროექტის მომაზადებაში. პროექტის საერთო ბიუჯეტია 49,5 მილიონი აშშ დოლარი. კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი"-ს (BP) დახმარებით განხორციელდა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის მონაკვეთების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული შესწავლის საფუძველზე მოხდა სარეაბილიტაციო უბნების შერჩევა. რეაბილიტაციის პირველი, მეორე და მესამე ფაზების ფარგლებში უკვე დასრულდა სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის 22 მონაკვეთზე.
რეაბილიტაციის შედეგად: გაიზრდება საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოება და ენერგომომარაგების საიმედოობა; შემცირდება გაზსადენიდან არსებული ტექნიკური დანაკარგები; შემცირდება გაზსადენზე გაუმართაობებისა და ავარიების ალბათობა; გაიზრდება გაზსადენის გამტარუნარიანობა; უფრო საიმედო გახდება საქართველოს ელექტროგენერაციის, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო სექტორების გაზმომარაგება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს (ინფრასტრუქტურული პროექტები), ქეთევან ბოჭორიშვილს k.bochorisvhili@mcg და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს, ნინო ბერაძეს n.beradze@mcg,ge ტელ.: +995 (32) 50 77 70
| | კითხვა-პასუხი >> | | პროექტის მართვა >> | | მიმდინარე სამუშაო >> | | შესრულებული სამუშაო >> | | ძირითადი დოკუმენტები >> | |
| |
| | გარდაბნის სარეაბილიტაციო უბანი | | | | ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია, მეორე ფაზა | | | | | | | | | | | | | | | |
|
|
|