|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ორშ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
|
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
12
|
|
13
|
14
|
15
|
16
|
17
|
18
|
19
|
|
20
|
21
|
22
|
23
|
24
|
25
|
26
|
|
27
|
28
|
29
|
30
|
|
|
|
|
|
|
 |
|
|
|
|
|
| |
საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მას დახმარებას უწევს მმართველი გუნდი, რომელიც კომპაქტის, მართვის ხელშეკრულების, ფონდის დებულებისა და შიდა წესების შესაბამისად მოქმედებს.
ათასწლეულის პროგრამის მიმდინარეობასა და შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის 2 წევრი, თითო წარმომადგენელი ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებიდან. ამასთან, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის მხარის დამკვირვებელი და საქართველოს ათასწლეულის ფონდის საკონსულტაციო კომიტეტის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, აგრეთვე დამკვირვებლის სტატუსით. საქართველოს ათასწლეულის ფონდის საკონსულტაციო კომიტეტი არის სათათბირო ორგანო, რომელიც რეკომენდაციებისა და რჩევების სახით აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე. მის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, არასამთავრობო სექტორის 3 და ბიზნეს სექტორის 2 წარმომადგენელი. ორგანიზაციული სტრუქტურა >> სამეთვალყურეო საბჭო >> საკონსულტაციო კომიტეტი >> მმართველი გუნდი
|
|
|