ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
 
 
მონიტორინგი და შეფასება >>

საქართველოს ათასწლეულის პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების გუნდი შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:

  • დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი - პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშგება წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობისა და ინფორმაციის ტიპების მიხედვით.
  • განხორციელებული პროექტების ზეგავლენის შეფასება მოცემულ არეალში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონტექსტში.
  • მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ათასწლეულის პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი. მონიტორინგის მეშვეობით შესაძლებელია წინასწარ განისაზღვროს ხელის შემშლელი ფაქტორები და დაისახოს მათი თავიდან აცილების გზები. მონიტორინგის მიზანია, აგრეთვე, დაადგინოს, რამდენად მიიღწევა კომპაქტით განსაზღვრული მიზნები.

მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი დაეხმარება ათასწლეულის პროგრამის თითოეული პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას პროექტის მონიტორინგის გეგმის შედგენაში. თითოეული პროექტისათვის განისაზღვრება ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც მოხდება მიღწეული შედეგების შეფასება.

პროგრამის მონიტორინგის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მონაცემთა ხარისხის შემოწმება და მათი შეკრების მეთოდები. მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი მონაცემთა ხარისხს პერიოდულად შეამოწმებს ობიექტებზე ვიზიტების საშუალებით. შეფასებები გამოყენებული იქნება მუშაობის მიმდინარეობის ხარისხის და თანმიმდევრულობის შესამოწმებლად.

კომპაქტით განსაზღვრული ვადის დაახლოებით შუა პერიოდისათვის მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი ჩაატარებს შუალედურ შეფასებას, გააანალიზებს შედეგებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

პროგრამის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელშიც ასახული იქნება პროგრამის შედეგები, შეფასდება პროგრამის ზემოქმედება და საქართველოს ათასწლეულის ფონდის მიერ პროგრამის მართვა.

პროგრამის ზემოქმედების საბოლოო შეფასება უნდა ეხებოდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) შემდეგ საკითხებს:

  • მიღწეული იქნა თუ არა პროგრამით გათვალისწინებული მიზნები და რატომ; 
  • გაუთვალისწინებელი დადებითი ან უარყოფითი შედეგები; 
  • საქმიანობათა ეფექტიანობის და ამ ეფექტიანობის გამომწვევი მიზეზების შეფასება; 
  • მიღებული გამოცდილება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მსგავს პროექტებში; 
  • შედეგების მდგრადობა; 
  • ეკონომიკური ამონაგების შეფასება და მისი შედარება წინასწარ განსაზღვრულ, მოსალოდნელ შედეგებთან; 
  • ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის შემცირებასა და პროგრამით მოსარგებლეთა შემოსავალზე; 
  • პროგრამით მოსარგებლეთა ანალიზი სქესის, ასაკისა და შემოსავლის მიხედვით.
© 2005-2007 ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს