ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
 
 

პროექტები >> სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია

 სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის მიზანია რეგიონში საგზაო-სატრანსპორტო ქსელის აღდგენა. საერთო ღირებულებით 203,5 მილიონი აშშ დოლარი, პროექტი ითვალისწინებს  დაახლოებით 223 კმ გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში (იხ. რუკა).

გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ კონკურენტულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები: „აშტრომ ინთერნეიშენელი" (ისრაელი), ერთობლივი საწარმო „პაპენბურგ/ბლექ სი ჯგუფი" (გერმანია-საქართველო), „აზერინშაათსერვისი" (აზერბაიჯანი) და „აკორდ ინშაათ სანეი” (აზერბაიჯანი).

სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება გზის შემდეგ მონაკვეთებზე: ფარცხისი-გოხნარი, გოხნარი-ნარდევანი, ნარდევანი-სათხე, სათხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი, ახალქალაქი-სულდა, ხერთვისი-ვარძია, სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვრისთელეთი-კოდა-ასურეთის და ახალქალაქის შემოვლითი გზა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2010 წლის ბოლოს დასრულდება.

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ამ ორ რეგიონში სავაჭრო-სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. რეაბილიტაციის შედეგად: 

  • გაიზრდება საერთაშორისო და შიდა ვაჭრობა, შეიქმნება პირობები ბიზნესის განვითარებისთვის და კერძო ინვესტიციების მოზიდვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
  • ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობისათვის (დაახლოებით 250,000 მოსახლე);
  • წარსულში იზოლირებული სამცხე-ჯავახეთი ადვილად დაუკავშირდება დანარჩენ საქართველოს, ეს კი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციას;
  • ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები განათლებასა და ჯანდაცვაზე უკეთ დაკმაყოფილდება.

 


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს (ინფრასტრუქტურული პროექტები), ქეთევან ბოჭორიშვილს: k.bochorishvili@mcg.ge და/ან
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს, ნინო ბერაძეს: n.beradze@mcg.ge

ტელ.: +995 (32) 50 77 70

 

კითხვა-პასუხი >>

 

პროექტის მართვა >>

 

მიმდინარე სამუშაო >>

 

შესრულებული სამუშაო >>

 

ძირითადი დოკუმენტები >>

 

 

 

სამცხე-ჯავახეთის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

© 2005-2007 ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს