|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ორშ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
|
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
12
|
|
13
|
14
|
15
|
16
|
17
|
18
|
19
|
|
20
|
21
|
22
|
23
|
24
|
25
|
26
|
|
27
|
28
|
29
|
30
|
|
|
|
|
|
|
 |
|
|
|
|
|
| |
დასაქმება >> სტაჟირება
წარმატებული პრეცედენტები
"პირველივე კვირის ბოლოს მივხვდი, რომ მონიტორინგისა და შეფასების გუნდში სტაჟირება არა მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას მმატებდა კონკრეტული სოციოლოგიური კვლევების განხრით, არამედ მაძლევდა საშუალებას თვალყური მედევნებინა ყველა იმ პროცესისათვის რასაც პროგრამის მონიტორინგი მოიცავდა." ვრცლად ... ანა კვინტრაძე, სტაჟიორი, მონიტორინგისა და შეფასების გუნდი "აგრობიზნესის პროექტში მუშაობამ საშუალება მომცა უფრო მეტად გავცნობოდი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს და დამენახა ის პრობლემები და პერსპექტივები, რაც დღეისათვის საქართველოში იჩენს თავს." ვრცლად ... გურამ საღარაძე, სტაჟიორი, აგრობიზნესის განვითარების გუნდი ”ჩემთვის როგორც მომავალი იურისტისთვის ძალიან საინტერესო იყო ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის და მის საფუძველზე დადებული შეთანხმებების გაცნობა და ანალიზი. სტაჟირების გავლა საქართველოს ათასწლეულის ფონდში იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემ კარიერაში რომლის მნიშვნელობასაც დღითიდღე უფრო კარგად ვაცნობიერებ.” ვრცლად ... ქეთი ურიდია, სტაჟიორი, იურიდიული გუნდი ”სანამ საქართველოს ათასწლეულის ფონდში მოვიდოდი, მე მქონდა უდიდესი თეორიული ცოდნა გამოყენებით სოციოლოგიაში თუმცა მაკლდა პრაქტიკა. საქართველოს ათასწლეულის ფონდში სტაჟირებამ გამომიმუშავა ეს პრაქტიკული უნარ - ჩვევები.” ვრცლად ... გიორგი სანაძე, სტაჟიორი, მონიტორინგისა და შეფასების გუნდი "დიდმა პასუხისმგებლობამ, რომელსაც მე ვგრძნობდი ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩემი როგორც უპირველეს ყოვლისა პიროვნების და პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბება." ვრცლად ... ირაკლი ბერძენაძე, სტაჟიორი, აგრობიზნესის განვითარების პროექტი
”აქ გატარებული ექვსი თვე იყო არამარტო პროფესიული ზრდა და ფასდაუდებელი გამოცდილება, არამედ მეგობრობის, ურთიერთობის, ერთმანეთის დახმარებისა და თანადგომის პერიოდი.” ვრცლად ... მარიამ ლომთათიძე, სტაჟიორი, შესყიდვების გუნდი "ნიჭი იგულისხმება, მაგრამ ის ცოდნად უნდა გადაიქცეს"! იმისათვის კი რომ მიზანს მიაღწიო არანაკლებ საჭიროა საქმიანობა. ვრცლად ... ნათია პავლიაშვილი, სტაჟიორი / აგრობიზნესის განვითარების პროექტი
საქართველოს ათასწლეულის ფონდის სტაჟირების პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ სტაჟირების პროცედურა და შესაბამისი დოკუმენტები გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: თამთა ბენაშვილი, კადრების მენეჯერი ელ.ფოსტა: t.benashvili@mcg.ge
|
|
|