ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
 
 
«--
პრესრელიზი: ათასწლეულის პროგრამის მეოთხე ეტაპის მონიტორინგი
11.12.2009

11 დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის მეოთხე ეტაპის ანგარიშის განხილვა გაიმართა. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე. საქართველოს ათასწლეულის ფონდი მადლობას უხდის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს და კოალიციის სხვა წევრ ორგანიზაციებს გაწეული სამუშაოსთვის.

"ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ კოალიციის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. მსურს დადებითად შევაფასო აღნიშნული ანგარიში, მასში წარმოჩენილია ათასწლეულის ფონდის მიერ 2009 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები. წინა წლის ანგარიშთან შედარებით, რომელშიც ძირითად საკითხად მოხსენიებული იყო თანხების ათვისების დაბალი ტემპი, ამ წლის მოხსენებაში უკვე შეინიშნება თანხების ათვისების მაღალი ტემპი, რაც პროგრამის განხორციელების აქტიურობაზე მიუთითებს", განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა.  

საქართველოს ათასწლეულის პროგრამის მოქმედების მანძილზე (პროგრამა ძალაში შევიდა 2006 წლის აპრილში) ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა:

  • აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის 276 პროექტია დამტკიცებული, საერთო თანხით 15.8 მლნ აშშ დოლარი, რაც 3,500-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.

  • ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულია ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის 15 დაზიანებული უბანი (პირველი და მეორე ფაზა). გაზსადენის 7 უბნის რეაბილიტაცია (მესამე ფაზა) დასრულდება 2009 წლის დეკემბრის ბოლოს. შედეგად ათასწლეულის ფონდის მიერ რეაბილიტირებული მონაკვეთების რაოდენობა 22-ს შეადგენს. ამავე პროექტის ფარგლებში, ამა წლის დეკემბრის ბოლოსთვის, გამოვლინდება გამარჯვებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც განახორციელებს გაზსაცავის წინა-სამშენებლო საპროექტო შესწავლებს.

  • ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ გზის ყველა მონაკვეთზე. რამდენიმე მონაკვეთზე დაწყებულია ასფალტის პირველი ფენის დაგება. სულ პროექტით გათვალისწინებულია 223 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რითაც ცენტრალური საქართველო თურქეთსა და სომხეთს დაუკავშირდება.

  • დასრულებულია ფოთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 2010 წლის პირველი კვარტლისთვის დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ქუთაისის წყალმომარაგების პროექტზე. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურიანის, ბორჯომის და ქობულეთის წყალმომარაგების პროექტებზე.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდმა (საინვესტიციო ფონდი) განახორციელა 21.48 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია 10 საწარმოში, უმეტესწილად ტურიზმისა და აგრობიზნესის დარგებში, რაც ფონდის საინვესტიციო ბიუჯეტის დაახლოებით 85 %-ს შეადგენს.

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის გაფორმებული საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი შეთანხმება ("კომპაქტი") მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში. კომპაქტის განხორციელების შედეგად მოხდება რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს შიდა ვაჭრობის ხელშეწყობას, ენერგომომარაგების საიმედოობის გაზრდასა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონებში საწარმოების განვითარებას ინვესტიციების უზრუნველყოფისა და აგრარულ სექტორში წარმოების გაზრდის საშუალებით, რაც ახალი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების გაზრდის წინაპირობას ქმნის.


ათასწლეულის ფონდის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა. 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcg.ge

ათასწლეულის კორპორაციის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია. მისი მთავარი პრინციპია, დახმარება აღმოუჩუნოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური რეფორმები. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ:
www.mcc.gov

© 2005-2007 ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს