ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
 
 
«--
პრესრელიზი: იმერეთის რეგიონში ახალი ფერმერთა მომსახურების ცენტრი და რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
29.04.2010

29 აპრილს, იმერეთის რეგიონში, ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ფერმერთა მომსახურების ცენტრი და რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარია, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეები და სხვა ოფიციალური პირები.

13:00 სთ-ზე, ზესტაფონში გაიხსნა ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებითა და მომსახურებით უზრუნველყოფს. აქ მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ მინერალური სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ვეტერინარული პრეპარატები, სათესლე-სარგავი მასალა, აგრარული სამუშაო იარაღები თუ სხვა. აგრეთვე მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია გასაღების ბაზრებისა და ფასების შესახებ, გაიარონ კონსულტაციები სოფლის მეურნეობის საკითხებში. ზესტაფონის ფერმერთა მომსახურების ცენტრმა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 49 800 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა დაახლოებით 13 ახალი სამუშაო ადგილი, 1500-ამდე ადგილობრივი ფერმერი კი არაპირდაპირ სარგებელს მიიღებს.

15:00 სთ-ზე, სოფელ ბაშიში, გაიხსნა რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო "ელვანი +", რომელმაც აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 49 300 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი მეწარმის თანადაფინანსებით დაარსდა მცირე მასშტაბიანი რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელშიც ხდება ორი ტიპის ყველის (სულგუნი და იმერული) და ნადუღის წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა დაახლოებით 11 ახალი სამუშაო ადგილი, 25-ამდე ადგილობრივმა ფერმერმა კი ჰპოვა დამატებითი სარგებელი.

ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 286 პროექტი პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.


ათასწლეულის ფონდის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა. 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcg.ge

ათასწლეულის კორპორაციის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია. მისი მთავარი პრინციპია, დახმარება აღმოუჩუნოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური რეფორმები. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ:
www.mcc.gov 

© 2005-2007 ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს