ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
 
 
«--
პრესრელიზი: ფინანსთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
08.01.2010

8 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ათასწლეულის ფონდის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს დაახლოებით 223 კმ გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ამ დროისთვის გზის ყველა მონაკვეთზე განხრორციელებულია სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები: მოხდა გრუნტის სუსტი ადგილების გამაგრება, მიწის ვაკისის მოშანდაკება, ტკეპნა და ყინვაგამძლე მასალის ფენის მოწყობა. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე დაგებულია ასფალტბეტონის პირველი ფენაც. ამჟამად, გზის ყველა მონაკვეთზე მიმდინარეობს ზამთრის მოვლა- შენახვის სამუშაოები.


***
სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი (203,5 მლნ აშშ დოლარი) მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში საგზაო-სატრანსპორტო ქსელის აღდგენას. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ამ რეგიონების სატრანსპორტო-საგზაო ქსელი, შეიქმნება უკეთესი პირობები ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა ბიზნესის განვითარებისათვის. გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების დაკავშირებას დანარჩენ საქართველოსთან, რაც თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას დააჩქარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის ბოლოს დასრულდება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ გზების მოვლა და შენახვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს დაევალება.


ათასწლეულის ფონდის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა. 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება. ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ: www.mcg.ge

ათასწლეულის კორპორაციის შესახებ: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია. მისი მთავარი პრინციპია, დახმარება აღმოუჩუნოს იმ ქვეყნებს, სადაც სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოცილური რეფორმები. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ:
www.mcc.gov

© 2005-2007 ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს