ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
 
 
 

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობამ ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს დააარსა.  395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება.   ეს გრანტი საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და საწარმოთა განვითარებას მოხმარდება.

 
ფინანსთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

 8 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ათასწლეულის ფონდის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს დაახლოებით 223 კმ გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ვრცლად...

 
საქართველოს ათასწლეულის ფონდის საქმიანობის ამსახველი რუკა

 საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი შეთანხმება მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევასა და საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზნით, ათასწლეულის ფონდი 5 პროექტს ახორციელებს. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ფონდის საქმიანობა ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების, აგრობიზნესის განვითარებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში.  


აშშ-ის გენერალური ინსპექტორის ოფისის ცხელი ხაზი
  


„დღეს საქართველოს მიეცა უპრეცენდენტო შესაძლებლობა, ააშენოს ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო და დადგეს ღირსეულ ერად სხვა ერთა შორის...” [ვრცლად]

 
„21-ე საუკუნეში, წარმატების გარანტს ქმედუნარიანი, საიმედო და ტრანსპარენტული ინსტიტუტები ჰქმნიან -- ძლიერი პარლამენტი, სამართლიანი პოლიცია, დამოუკიდებელი მოსამართლეები, დამოუკიდებელი პრესა..." [ვრცლად]

 

26.01.2010   პრესრელიზი: ბათუმში ათასწლეულის ფონდის მიერ დაფინანსებული ორი საწარმო გაიხსნა
21.01.2010   პრესრელიზი: მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოები დაიწყო
08.01.2010   პრესრელიზი: ფინანსთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
29.12.2009   პრესრელიზი: ათასწლეულის ფონდმა მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოების განსახორციელებლად კონტრაქტი გააფორმა
11.12.2009   პრესრელიზი: ათასწლეულის პროგრამის მეოთხე ეტაპის მონიტორინგი
© 2005-2007 ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს